1. შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.

2. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს:

a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალზე სხვა გადასახადების და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგში, ორ პირად, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

საქართველოს მთავრობის                       ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს

სახელით საგარეო საქმეთა                      მთავრობის სახელით საგარეო

მინისტრი                                    საქმეთა და იმიგრაციის მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი                                      ჟან ასელბორნი

საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდენენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში:

ტერმინი „პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფები“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს „ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებს“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტთან მიმართებაში:

ტერმინი „კომპანია“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს საწარმოს ან ნებისმიერ წარმონაქმნს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

3. მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის მიერ აქციების ან სხვა უფლებების, რომელთა საფუძველზე გაიცემა დივიდენდები, ემისიის ან გადაცემის სავალე ვალდებულების, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, შექმნის ან გადაცემის უფლების, რომლის საფუძველზე ხდება როიალტის გადახდა, შექმნის ან გადაცემის ძირითადი მიზანი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება ამგვარი ემისიის, შექმნის ან გადაცემის საშუალებით.

4. მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში:

ფიქსირებული ბაზა შექმნილად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ფიზიკური პირი დარეგისტრირდება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით.

5. 28-ე მუხლთან მიმართებაში:

ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია უფლება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ დაქირავებულ მის მოქალაქეებს დააკისროს გადასახადები, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის შესაბამისად.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგში, ორ პირად, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

საქართველოს მთავრობის                       ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს

სახელით საგარეო საქმეთა                      მთავრობის სახელით საგარეო

მინისტრი                                        საქმეთა და იმიგრაციის მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი                                          ჟან ასელბორ