1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიურ არხების საშუალებით წერილობით აუწყებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.

2. ამ შეთანხმების დებულებები გამოიყენება:

a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავლებზე სხვა გადასახადების და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომელთა გადახდა ხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე