(1) წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს რატიფიკაციის საგანს და ძალაში შევა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის თვიდან მესამე თვის პირველივე რიცხვიდან. სარატიფიკაციო სიგელები შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიცვლება ვენაში.

(2) ეს შეთანხმება ძალაში დარჩება ათი წლის განმავლობაში: მისი მოქმედება გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით და ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს მისი დენონსირება დიპლომატიური არხებით, წერილობითი ფორმით თორმეტთვიანი შეტყობინების განხორციელებით.

(3) წინამდებარე შეთანხმების დასრულებამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების 1-ლი-25-ე მუხლების დებულებები ძალაში დარჩება ამ შეთანხმების დასრულების თარიღიდან შემდგომი ათი წლის განმავლობაში.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

ხელმოწერილია თბილისში, 2001 წლის 18 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულ ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ინტერპრეტაციის დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მხრიდან

(ხელმოწერილია)

ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან

(ხელმოწერილი