(1) სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებებში, უნდა ჩამოაყალიბოს კანონის და ფაქტების საგამოძიებო მონაცემები, შესაბამის მიზეზებთან ერთად, და ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის თანახმად, შეუძლია დააწესოს ჯარიმისაგან განთავისუფლების შემდეგი ფორმები:

ა) დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებს;

ბ) რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი მოქმედება ამ შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებთან;

გ) ფულადი კომპენსაცია მოსარჩელე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისათვის ან მისი ინვესტიციისადმი ზარალის ან ზიანის მიყენების სანაცვლოდ; ან

დ) ჯარიმისაგან განთავისუფლების სხვა ნებისმიერი ფორმა, რომელზეც თანხმობას აცხადებს ხელშემკვრელი მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება. ერთ-ერთ ასეთ ფორმას წარმოადგენს ინვესტორისათვის დანაკარგის ანაზღაურება ნატურით.

(2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა დავის თითოეული მონაწილე მხარისათვი