(1) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციის და გამოყენების თაობაზე წარმოქმნილი დავა შეძლება გადასაწყვეტად წარუდგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს ამ მოთხოვნის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუადრეს 60 დღისა.

(2) წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია არ აღძრას სასამართლო საქმე ინვესტორის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის გამო, რომელიც ინვესტორმა ამ შეთანხმების მეორე თავის პირველი ნაწილის თანახმად წარუდგინა საარბიტრაჟო სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეორე ხელშემკვრელმა მხარემ ვერ გადაიხადა ჯარიმა, რომელიც მას დაეკისრა დავის განხილვისას ან იმ შემთხვევაში, თუ ამასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები ინვესტორის სარჩელის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე დასრულდ