(1) საარბიტრაჟო სასამართლო განსაკუთრებული მიზნით დაფუძნდება შემდეგი სახით: საარბიტრაჟო სასამართლოში გამოცხადების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოდავე მხარეები შეთანხმების საფუძველზე დანიშნავენ საარბიტრაჟო სასამართლოს სამ წევრს და ერთ-ერთ მათგანს თავმჯდომარედ აირჩევენ. თუ სხვა იძულებითი საფუძველი არ არსებობს, წევრები ICSID-ის გენერალურმა სამდივნომ უნდა დაასახელოს.

(2) თუ 1-ლ პუნქტში განსაზღვრული პერიოდი არ არის დაცული, სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია მოიწვიოს ICSID-ის გენერალური მდივანი აუცილებელი დანიშვნის განსახორციელებლად.

(3) საარბიტრაჟო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნ