ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე მისი მოქმედება არ შეწყდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების მიმართ შემოსავალზე, რომელიც მიიღება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალზე სხვა გადასახადების და კაპიტალის გადასახადების მიმართ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2006 წლის, 18 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

ესტონეთის რესპუბლიკის სახელით

ხელმოწერილია

ხელმოწერილია

ოქმი

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს:

1. შეთანხმების დებულებებთან მიმართებაში:

ტერმინი ,,business profits” აგრეთვე მოიცავს ეკონომიკური საქმიანობიდან  მიღებულ მოგებას.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებაში:

ტერმინი ,,პოლიტიკური ქვედანაყოფები” საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „e)“ ქვეპუნქტთან მიმართებაში:

ტერმინი ,,კომპანია” საქართველოს შემთხვევაში მოიცავს საწარმოს, როგორც ეს განსაზღვრულია მისი შიდა კანონმდებლობით.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:

გასაგებია, რომ ხარჯები, რომელთა გამოქვითვა დაშვებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ არ მოიცავს ხარჯებს, რომელთა გამოქვითვა არ მოხდებოდა, თუ მუდმივი დაწესებულება იქნებოდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცალკე გამოყოფილი საწარმო.

5. მე-8, მე-13, მე-15 და 22-ე მუხლებთან დაკავშირებით:

გასაგებია, რომ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული, სანამ ესტონეთი თავის შიდა კანონმდებლობაში არ მიიღებს ფაქტობრივი მართვის ადგილს, როგორც რეზიდენტობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს, ნაცვლად ამისა გამოყენებული იქნება შემდეგი დებულებები:

მე-8 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით:

,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.”.

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:

,,შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.”.

15-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:

,,ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ საზღვაო გემებზე და საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.”.

22-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:

,,კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში”.

6. 21-ე მუხლთან მიმართებაში:

პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან მოგების სახით მიღებული შემოსავალი, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

7. 22-ე მუხლთან მიმართებაში:

ტერმინი ,,კაპიტალი”, 22-ე მუხლის მიზნებისათვის, ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას და შესაძლოა მოიცვას ნაღდი ფული, აქციები, ობლიგაციები ან ქონებრივი უფლებების ან სავალე ვალდებულებების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ასევე პატენტები, სასაქონლო ნიშნები, საავტორო ან სხვა მსგავსი უფლებები ან ქონება.

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2006 წ., ქ. თბილისში, ორ პირად, ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

ესტონეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)

(ხელმოწერილი