„საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
310.140.000.10.003.000.011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 07/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №11

2004 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ოპტიმიზაციის, მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ცვლილებების მომზადების მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მერაბ გაბუნია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი

დავით გალეგაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი გოგიაშვილი – TRACECA-ს ქვეყნების სამთავრობათაშორისო კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივანი

გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

რომან დალაქიშვილი – საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

გიორგი შენგელია         – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

ზურაბ შენგელია – ექსპედიტორთა ასოციაცია

ალექსანდრე ჩხეიძე – საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავების ასოციაცია.

2. სამუშაო ჯგუფმა სამ კვირაში შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემდგომი სტიმულირებისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია