„საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირების ფუნქციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთათვის გადაცემასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
200.240.020.10.003.000.012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 07/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №12

2004 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირების ფუნქციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთათვის გადაცემასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირების ფუნქციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოთათვის გადაცემასთან დაკავშირებით „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით:

1. 2004 წლის პირველი მარტიდან საგზაო ფონდის გადასახადის ადმინისტრირება განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოებმა.

2. 2004 წლის 10 აპრილისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დასრულდეს ყოფილი საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების ფონდის სამმართველოს 162 (ას სამოცდაორი) საშტატო ერთეულის (შესაბამისი კადრებით), მასთან არსებული საინფორმაციო ბაზების, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და მატერიალურ ფასეულობათა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღეში დაამტკიცოს ინსტრუქცია „საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადისა და საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის, ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“.

4. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების საგზაო ფონდის სამმართველოს ზემოთ აღნიშნულ საგზაო ერთეულებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემამდე შრომის ანაზღაურება მოხდეს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ასიგნებებიდან.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია