1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი ,,საქართველო“ ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი ,,თურქეთი“ ნიშნავს თურქეთის ტერიტორიას, ტერიტორიულ ზღვას, ასევე საზღვაო არეალს, რომელზეც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვრცელდება თურქეთის იურისდიქცია ან სუვერენული უფლებები ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებაზე, ექსპლოატაციაზე და კონსერვაციაზე;
c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან თურქეთს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი ,,პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი ,,კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს და ნებისმიერ საწარმოს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დებეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი ,,რეგისტრირებული ოფისი“ ნიშნავს თურქეთის შემთხვევაში, თურქეთის სავაჭრო კოდექსის საფუძველზე დარეგისტრირებულ ლეგალურ სათავო ოფისს და საქართველოს შემთხვევაში, რეგისტრაციის ადგილს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონოს შესაბამისად;
g) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, და
(ii) თურქეთში: ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი ,,ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა,(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები