საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ძალადაკარგული 24.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110228008, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:

მუხლი 1. დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი–189,4 ოდენობით.

მუხლი 2. დადგენილ იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი–1-ის სიდიდით.

მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს ქ. საჩხერისათვის 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CNN/15ლარი/=0,33X1X0,24X189,4, სადაც

1. CNN–არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი.

2. 0,33–არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის” №1 დანართის შესაბამისად.

3. 1–არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი.

4. 0,24– არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი.

5. 189,4–არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 4. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30%–4,5 ლარი.

მუხლი 5. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50–50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50%–7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები.

მუხლი 6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება.

მუხლი 7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ნ. აბჟანდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
როდის იქნა მიღებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.02.2011. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.130.016024.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.02.2012-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №3, 25.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1220090/