თუ საარბიტრაჟო განხილვის პროცესში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ, ხოლო თუ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლების გამოყენებაზე