1. არბიტრაჟის გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მისი გამოტანის თარიღი და ადგილი.
3. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ეგზემპლარები უნდა გაეგზავნოთ მხარეებს მისი გამოტანიდან 14 დღის ვადაში.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან.
6. დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში არბიტრაჟს შეუძლია მხარეთა მომართვიდან 14 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მორიგების დამტკიცების საკითხი, ან თუ საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს მხარეები და მათი მონაწილეობით საარბიტრაჟო სხდომაზე გადაწყვიტოს მორიგების დამტკიცების საკითხი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 28.02.2011
მუხლი 28. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
- ვადა 180 დღის ვადაში
- ვადა 14 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით
- მუხლი 23. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე
- მუხლი 24. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 26. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი
- მუხლი 27. შეპასუხების გამოუყენებლობა
- მუხლი 29. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 30. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 31. საქმის წარმოების შეჩერება
- მუხლი 32. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
- მუხლი 33. დასკვნითი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 28, №0, 28.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221078/muxli-28/