თუ მხარეთა შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება, იმ მხარის მიერ გაწეული საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დაეკისრება მეორე მხარეს. თუ საარბიტრაჟო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი