1. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
4. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) სპეციალისტების, ექსპერტებისა და თარჯიმნისათვის გაწეული ხარჯები;
ბ) ადგილობრივი დათვალიერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
5. საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასთან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით თვითონ გასწიოს რაიმე ხარჯი.
6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს:
ა) საარბიტრაჟო სარჩელზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;
გ) დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;
დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ