1. შპს „საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგია“ – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
2. არბიტრაჟი – საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგიის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი.
3. არბიტრაჟის თავმჯდომარე – საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგიის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში.
4. არბიტრი – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგიასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.
5. საარბიტრაჟო კოლეგიის შემადგენლობა – საქმის განმხილველი შემადგენლობა ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობა, რომლებიც უფლებამოსილი არიან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად განიხილონ მხარეთა შორის წამოჭრილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა.
6. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.
7. დებულება – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო კოლეგიის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.
8. დავა – პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც მხარეთა შეთანხმებით დაექვემდებარა არბიტრაჟს.
9. მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით.
10. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება.
11. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე.
12. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით – პირი, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
13. მესამე პირი – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.
14. მტკიცებულება – ნებისმიერი საბუთი, ნივთმტკიცება ან მოწმის ჩვენება, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს.
15. საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები.
16. საარბიტრაჟო შეთანხმება (საარბიტრაჟო დათქმა) – „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება · რედაქცია 28.02.2011
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საქმის წარმოების პრინციპები
- მუხლი 4. არბიტრის აცილება და საფუძვლები, არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 5. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა
- მუხლი 7. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
- მუხლი 8. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების გადახდა და გადავადება
- მუხლი 9. საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
- მუხლი 10. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება
- მუხლი 11. საარბიტრაჟო წარმოების ვადების გამოთვლა, ვადის გაგრძელება და აღდგენა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
- მუხლი 13. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება“, მუხლი 1, №0, 28.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1221078/muxli-1/