ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 05.08.2011
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.141.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301002, 11/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2011 წლის 28თებერვალი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონი ს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონი ს, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ქ. ახალქალაქის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

3.ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №91 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“დადგენილება.

4. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               ჰ. მოვსესიანი

 

დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1.ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში– მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ახალქალაქის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN = IMG X ITL X C X K სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;

ბ) IMG – არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის :

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,1-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ცონისათვის – 0,9-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 60-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით

 

ტერიტორია

IMG

 ITL

C

 K

 CN(ლარი)

ცენტრალური ზონა

0,30

1,1

0,24

60

 4,75

შუალედური ზონა

0,30

1,0

0,24

60

4,32

პერიფერიული ზონა

0,30

0,9

0,24

60

 3,89

 

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,16 ლარს.

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %-ით და შესაბამისად შეადგენს 1,08 ლარს.

5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ით და შესაბამისად შეადგენს 3,02 ლარს.

 დანართი №2

 

 

ქ. ახალქალაქის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

 ცენტრალური ზონა

მარჯვნიდან: ჯავახეთის ქ. №№1-79- დარბინიანის ქ-მდე, დარბინიანის ქ. №№46-76- თავისუფლების ქუჩამდე; თავისუფლების ქ. ქართული ეკლესიის ტერიტორია–ჯივანის სახელობის პარკის გზა; თავისუფლების ქ.-აღმაშენებლის ქ.; თავისუფლების ქ.№1, №1 სკოლა, ვ. სარგსიანის ქუჩამდე; ვ. სარგსიანის №107 -დან მ. მაშტოცის ქუჩამდე;მ. მაშტოცის ქ.№4– №22-დან ,სკოლის ტერიტორია, რუსთაველის ქუჩამდე; რუსთაველის №11–სომხური ეკლესიის ტერიტორია, თავისუფლების ქუჩამდე, თავისუფლების №№36-2-დან ძერჟინსკის ქ-მდე; ძერჟინსკის №№1-15-დან ჯავახეთის ქუჩამდე

 

1,1

 შუალედური ზონა

მარცხნიდან: 1) რუსთაველის ქ. №№9-1-მ. სარგისიანის ქ-მდე; მ. სარგისიანის №2 – ჯავახიშვილის ქ-მდე(რუსული სკოლის ჩათვლით); ჯავახიშვილის ქ. -ბ. ლომსაძის ქ.;ბ. ლომსაძის №№2'-30-დან დარბინიანის ქ-მდე; დარბინიანის №29-დან მალხასიანის პირველ შესახვევამდე; მალხასიანის პირველი შესახვევიდან ენგელსის ქ. 5-მდე; სანაპიროს ქ-დან მალხასიანის მეორე შესახვევამდე; მალხასიანის მეორე შესახვევიდან ყოფილი რაისაავადმყოფოს ტერიტორიიდან ვ. სარგსიანის ქ-მდე; ვ. სარგსიანის ქ. №№2'–64-დან თავისუფლების ქ-მდე; თავისუფლების ქ. №№107-21-დან რუსთაველის ქ-მდე.

2) ჯავახეთის ქ.№№2-100'-დან დარბინიანის ქ-მდე; დარბინიანის ქ. №46-დან თავისუფლების ქ-მდე; თავისუფლების ქ. №№78'-100-დან თავისუფლების შესახვევამდე; თავისუფლების შესახვევიდან ჯავახეთის ქ-მდე; ჯავახეთის ქ.№89–დან დარბინიანის ქ-მდე; დარბინიანის №48–დან თბილისის ქ-მდე; თბილისის ქ. №№63-34'-დან წერეთლის ქ-მდე; წერეთლის ქ.№№34'-42-დან შაუმიანის ქ-მდე; შაუმიანის №№42-1-დან თელმანის ქ-მდე; თელმანის ქ. №№1-6-დან თბილისის ქ-მდე; თბილისის ქ. №№6-2-დან ვაჩიანის გზატკეცილამდე; ვაჩიანის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქ-მდე

 

 

1

 პერიფერიული ზონა

 ქალაქის დანარჩენი ნაწილი

0,9