საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/32
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301010, 07/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/32

2011 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავიძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მოქვის სახარებას, თანახმად დანართში მითითებული სააღრიცხვო ბარათისა.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებული ექსპონატისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.

3. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).

      მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                   დ. ცხადაძე     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   დანართი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლის
სააღრიცხვო ბარათი

№002941

231

 

 

1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა

პალეოგრაფიული, სახვითი ხელოვნების

2. ავტორი/სკოლა

ბიზანტიური

3. დასახელება

მოქვის სახარება

4. შექმნის დრო და ადგილი

1300 წელი

5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q-902

6. მასალა, ზომა

ხე, ქსოვილი, ვერცხლი, მოოქრული ვერცხლი, ეტრატი, ფურცლოვანი ოქრო, მელანი, ოქრომელანი, აკვარელი, ტემპერა; 30X25,5 სმ

7.ფიზიკური მდგომარეობა

ხელნაწერი ძალზედ დაზიანებულია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას