კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/56
2017 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1.ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტები შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.
2.დაევალოს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს, ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მათი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტების მონაცემების სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთვის წარდგენა 6 თვის ვადაში.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ასახვა.
4. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდება -რეობა | სახეობა | თარიღი |
| 1 |
| პავილიონი/ავტო-ბუსის გაჩერება |
| არქიტექტურის/საინჟინრო/ მონუმენტური სახვითი ხელოვნების/მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული | XX საუკუნის 70-იანი წლები
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“?
- „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №2/56.
- სად არის „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ“, №2/56, 29.05.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3690002/