ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 30.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.152.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301019, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №8

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. დუშეთი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1.  შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 მარტის №32 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება   გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ც. საძაგლიშვილი

დანართი№1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს:

ა)  2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ)  2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსათვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გადაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზისო ღირებულების 0,2 პროცენტი;

 ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზისო ღირებულების 0,8 პროცენტი.

    მუხლი 4

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

61

54

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე

61

54

3

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკე ნაკვეთებზე

61

54

   მუხლი 5

   სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 1,5 ლარი;

ბ)სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 2,5 ლარი;

გ) გაკულტურებულ საძოვრებზე – 10 ლარი;

დ) გაკულტურებულ სათიბებზე – 16 ლარი.

   მუხლი 6

   ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრტალურ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

ტერიტორია

საბაზი-სო განაკვე-თი  (ლარი)

ტერიტო-რიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

მდებარე კურორტების, საკურორტო ადგილების,

სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და

სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის

მქონე ტერიტორიები

0,24

1,5

0,36

2

ქ. დუშეთში, დაბა ფასანაურის, დაბა ჟინვალის,

მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის

გასწვრივ გზის ღერძულა ხაზიდან (ორივე მხარეს) 5

50მ რადიუსში მდებარე არეალში

0,24

1

0,24

3

დუშეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენი

ტერიტორიები

0,24

0,8

0,192

 

    მუხლი 8

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადიდან გათავისუფლდეს:

ა)  საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობები არ აღემატება 600 კვ.მ;

ბ)  ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობები არ აღემატება 24 კვ.მ.

    მუხლი 9

 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.