გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 29.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301028, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№10

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის„მ“ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”საქართველოს კანონის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა ა დ გ ი ნ ა :

    მუხლი 1

 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის№5 დადგენილება (გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ)

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილ ი

  დანართი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის

მოსაკრებლის განაკვეთი

 

 

 

სათამაშო ბიზნესის

სახეობა

 

გადასახადის

გადახდის ვადა

 

მოსაკრებლის

განაკვეთი ლარებში

 

1.

 

კაზინოს (სამორინეს)

თითოეულ სათამაშო მაგიდაზე    

 

კვარტალში

 

18 000

 

2.

 

თითოეულ სათამაშო აპარატზე

კვარტალში

 

600

 

3.

 

ტოტალიზატორის,

ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე  

კვარტალში

 

1500

 

4.

 

თითოეულ წამახალისებელ   გათამაშებაზ      

 

 

საპრიზო ფონდის 10%

 

5.

 

სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე

კვარტალში

 

15 000