სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №8
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლი ს პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განიხილა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის საკითხი და დაადგინა:
მუხლი 1
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება:
ა) ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება:
ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
2. მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისას, საპრივატიზებო ფასი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 3
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური ქირა განისაზღვრება ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 4
1. წილებისა და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საწყისი ფასი, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები.
2. წილების და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო ფასი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომ ა რე ა. ჯვარშეიშვილი