სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2011 ძალადაკარგული 07.06.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.158.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110302014, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი                                                                                                 

სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნ ქ ტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნ ქ ტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ ბოლნისის ტერიტორიის ზონირება დანართი№2-ის მიხედვით.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №223 დადგენილება„ბოლნისის მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო   საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის   შესახებ“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 ნ. საბიაშვილი

 

დანართი№1

სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში– მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ბოლნისის ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ItL x Cx  K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  – არის ქ. ბოლნისის   მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;

გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,1-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის– 1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის– 0,9-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი),

 

1

ცენტრალური ზონა

 

 

0,38

1,1

0,24

200

20,064

 

2

შუალედური ზონა

 

 

0,38

1

0,24

200

18,24

 

3

პერიფერიული ზონა

 

 

0,38

0,9

0,24

200

16,416

 

 

3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა) დაბებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;

ბ) სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით  და შეადგენს–4,472 ლარს.

4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით  და შეადგენს–4,56 ლარს.

5.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნებლობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით  განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები:

 

დანართი №2

ქალაქ ბოლნისის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე

ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ItL

ცენტრალური ზონა

1

ცენტრალური ზონად ჩაითვალოს: ქ. ბოლნისის, დ. აღმაშენებლის ქუჩა 48ა -დან 118-ის ჩათვლით და 33ა- დან  71-ის ჩათვლით;

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა 44-დან №182-ის ჩათვლით და  №39-დან 185-ის ჩათვლით 500 ბოლნელის  ქუჩის გადაკვეთამდე; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №2ა-დან №8ა ჩათვლით, №1ბ-დან №25ა -მდე.

1,1

შუალედური ზონა

2

შუალედური ზონად ჩაითვალოს: გიორგი სააკაძის ქუჩა მთლიანად; თამაზ სტეფანიას ქუჩა მთლიანად; ილია ჭავჭავაძის ქუჩა მთლიანად; გრიგოლ რობაქიძის ქუჩა მთლიანად;  წმ. ნინოს ქუჩა №1-დან №122-ის ჩათვლით და №2-დან №109-ის ჩათვლით; ლადო ასათიანის ქუჩა №9-დან №27-ის ჩათვლით და №8-დან-№22-ის ჩათვლით; ლ. ასათიანის ქუჩის ჩიხი №1 და №2; ათონის ქუჩა №16-დან №38-ის  ჩათვლით, №11-დან №27-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა №11 დან №41-ის ჩათვლით, №10-დან  №46-ის ჩათვლით; ვ. გორგასლის ქ.№1-დან №13-ის ჩათვლით; №2-დან №12-ის ჩათვლით;  სიონის ქუჩა №11-დან №27-ის ჩათვლით, №16-დან №38-ის ჩათვლით; ა. წერეთლის ქუჩა №1-დან №15-ის ჩათვლით, №2-დან №16-ის ჩათვლით; ვ. ფშაველას ქუჩა №9ა-დან №13-ის ჩათვლით, №12-დან №28-ის ჩათვლით; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №184 ბ-დან  №196-ის ჩათვლით, №189-დან №207-ის ჩათვლით. დავით აღმაშენებელის ქუჩა №48-დან №2 ჩათვლით (დასავლეთ გასასვლელი), №35-დან №1ა-ს ჩათვლით (აღმოსავლეთ გასასვლელი)

1

პერიფერიული ზონა

3

პერიფერიულ ზონად ჩაითვალოს ქ. ბოლნისის ქუჩები,

რომელიც არ არის ჩამოთვლილი 1 და 2 პუნქტებში

0,9