ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2011 ძალადაკარგული 26.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
020023000.35.158.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110302015, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

2011 წ ლის 1 მარტი

ქ. ბოლნისი                                                                 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა.ა) ცენტრალურ ზონა ში – ქ. ბოლნისის, დ. აღმაშენებლის ქუჩა 48ა -დან 118-ის ჩათვლით და 33ა-დან  71-ის ჩათვლით; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა 44-დან №182-ის ჩათვლით და  №39-დან 185-ის ჩათვლით 500 ბოლნელის  ქუჩის გადაკვეთამდე; ს.ს. ორბელიანის ქუჩა №2ა-დან №8ა-ს ჩათვლით, №1ბ-დან №25ა -მდე    1 მ2-ზე – 5 ლარი;

ა.ბ) შუალედურ ზონაში– ქ. ბოლნისის, გიორგი სააკაძის ქუჩა მთლიანად; თამაზ სტეფანიას ქუჩა მთლიანად; ილია ჭავჭავაძის ქუჩა მთლიანად; გრიგოლ რობაქიძის ქუჩა მთლიანად;  წმ. ნინოს ქუჩა №1-დან №122 ჩათვლით და №2-დან №109-ის ჩათვლით; ლადო ასათიანის ქუჩა №9-დან №27-ის ჩათვლით და №8-დან №22-ის ჩათვლით; ლ. ასათიანის ქუჩის ჩიხი №1 და №2; ათონის ქუჩა №16-დან №38-ის ჩათვლით, №11-დან №27-ის ჩათვლით; მ. კოსტავას ქუჩა №11-დან №41-ის ჩათვლით, №10-დან №46-ის ჩათვლით; ვ. გორგასლის ქ.№1-დან №13-ის ჩათვლით; №2-დან №12-ის ჩათვლით;  სიონის ქუჩა №11-დან №27-ის ჩათვლით, №16-დან №38-ის ჩათვლით; ა. წერეთლის ქუჩა №1-დან №15-ის ჩათვლით, №2-დან №16-ის ჩათვლით; ვ. ფშაველას ქუჩა №9ა-დან №13-ის ჩათვლით, №12-დან №28-ის ჩათვლით; სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №184 ბ-დან  №196-ის ჩათვლით, №189 დან №207-ის ჩათვლით. დავით აღმაშენებელის ქუჩა №48- დან №2-ის ჩათვლით (დასავლეთ გასასვლელი), №35-დან №1ა-ს ჩათვლით (აღმოსავლეთ გასასვლელი) 1 მ2-ზე – 4 ლარი;

ა.გ) პერიფერიული ზონაში – ქ. ბოლნისის სხვა დანარჩენი ქუჩები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ მუხლის „ა.ა” და „ა.ბ” ქვეპუნქტებში 1 მ2-ზე – 3 ლარი;

ა.დ)  დაბაში 1 მ2-ზე – 2 ლარი;

ა.ე)  სოფელში  1 მ2-ზე – 1 ლარი;

ა.ვ) დასახლებათა შორის არეალში 1 მ2 – 0,9 ლარი;

ა.ზ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში 1 მ2-ზე – 2 ლარი;

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – (გარდა მიწისა) ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

გ) მოძრავ ნივთ ებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების 1-ლი მუხლის ბ და გ პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზრვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დამოუკიდებელი აუდიტორის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №226 დადგენილება ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ნ. საბიაშვილი