„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
2011 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54,მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ადმინისტრაციის(დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსა-ხურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სასწავლო ცენტრის დაცვის მორიგე განწესში მყოფ, აგრეთვე წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო სასწავლო ცენტრში მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი – სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი