"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2011 წლის 27 იანვრის №23 სამართლებრივი შენიშვნების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი;
ბ) შეიცვალოს დადგენილების1-ლი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო სამსახური თავის საქმიანობა ს ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი თ და საქართველოს კანონით ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.
„4. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი და ბეჭედი.“;
გ) შეიცვალოს დადგენილების მე-3მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია