საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
დადგენილება№109
2011წლის 1 მარტი
ქ.თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ქვეპუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება – სამკურნალწამლო საშუალებები და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს, თავის ბალანსზე რიცხული ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახის ქონება, საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“ მიღებულია 01.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.10.003.016270.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე“, №109, 01.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.016270 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1226263/