აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2011 ბოლო ცვლილება 29.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№285
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.016446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110725021, 25/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ საქართველოს აღმასრუ ლე ბელი ხელისუფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმ წიფო საკუთრებაში არსებული ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, ფარმაცევტული და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტი ლებით, დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.

მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 იანვრის №15 დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ცალკეული მოძრავი ნივთების კონკურსისა და აუქციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადაცემის თაობაზე“.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური