საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ბოლო ცვლილება 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110304020, 07/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

                                          2011 წლის 25 თებერვალი         

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქარ­­­თველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექ­ტების განმახორ­ციე­ლებელი ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქარ­­თვე­ლოს პრე­ზიდენტის 2011 წლის 9 თებერვლის №66 ბრძა­ნე­ბუ­ლების მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს სახელ­მწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტ­რის (შემ­დგომ­ში – პროექტების განმახორციელებელი ცენტრი) რეორგანი­ზა­ციასთან დაკავშირებით, მისიუფლებამოსილებების უფლება­მო­­ნაცვ­ლედ განისაზღვროს საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტრო:

ა) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში პრო­ექ­ტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ შეძენილ ან გა­და­ცე­მულ ან მის ბალანსზე არსებულ სამკურნალო საშუა­ლებათა მარ­თ­ვისა და განკარგვის ნაწილში (შენახვა, გაცემა და ტრანს­პორ­­ტირება);

ბ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ დაგ­რო­ვილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნა­­­წილში (არ იგულისხმება 2011 წელს სოციალური და ჯანმრთე­ლო­ბის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ხელ­­შეკრულებებით ასანაზღაურებელი ხარჯები);

გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ,,შრომის ანა­ზ­ღაურების‘‘, ,,საქონლისა და მომსახურების‘‘, ,,სოციალური უზ­რუნ­­ველყოფის‘‘, ,,სხვა ხარჯების“ მუხლებით გათვალისწინებუ­ლი ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გარდა სახელმწიფო პრო­გ­რა­მე­ბით გათვალისწინებული მსგავსი ხარჯებისა);

დ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსზე არ­­სე­ბული უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილში, გარდა ქვემოთ მოყ­ვა­­ნი­ლი პროექტების ფარგლებში შესყიდული ან ამ პროექტების გან­­ხორციელებისა და მართვისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქო­ნე­­­ბისა (რომელიც პროექტების მართვის მიზნით გადაეცემა სა­ქარ­­თველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 თებერვლის №66 ბრძა­ნე­ბუ­ლებით განსაზღვრულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის და­­­ა­ვა­­­დებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვ­­­­ნულ ცენტრს):

დ.ა) „ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი (WB)“;

დ.ბ) „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზად­­­­ყოფ­ნისა და მასზე რეაგირების პროექტი (შრომის, ჯანმრთე­ლო­­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპონენტი – WB)“;

დ.გ) „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პრო­ექ­ტი (EC)“.

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცი­ა­ლური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) 2011 წლის 1 აპრილამდე პროექტების განმახორციე­ლებე­ლი ცენ­ტრის ბალანსზე არსებული შესაბამისი უძრავ-მოძრა­ვი ქო­ნების სამინისტროს ბალანსზე აყვანა;

ბ) 2011 წლის 1 აპრილამდე, პროექტების განმახორ­ციე­ლე­ბე­ლი ცენ­­ტრის მიერ ნაკისრი იმ ფუნქციების, უფლებებისა და მო­ვა­­ლე­­ო­ბების უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო სამართ­ლებ­რი­ვი ბაზის სრულყოფა, რაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ნა­კისრ ვალ­დებულებათა შეუფერხებელ შესრულებას და გამომდი­ნა­რეობს ამ დადგენილებიდან;

გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსის შე­დ­გენი­სათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტით სპეციალური კომისიის შექმნა, მისი შემადგენლობისა და საქ­მია­ნობის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;

დ) საჭირო ღონისძიებების განხორციელება პროექტების გან­მა­­ხორ­ციელებელ ცენტრში არსებული დოკუმენტაციის დაარქი­ვე­ბა-სისტემატიზაციის უზრუნველსაყოფად;

ე) რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკით­ხების განხილვა, გადაწყვეტა და სათანადო ღონისძიებათა გან­ხორ­­­ციე­ლება; ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭირო სამართ­ლებ­რივი აქტების მიღება-გამოცემა.

მუხლი 3. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის სა­ფუძ­ველზე და „2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დე­კემბრის №423 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწი­ნე­ბით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო­ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა­თ­ვის დაშ­ვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს „საქარ­თველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბული შეზღუდვა და შესაბამისად, მიეცეს თანხ­მობა, რომ „პირველადი ჯან­დაცვის რე­ფორმის მხარ­დაჭერის პროექტის (EC)“ (ორგანიზაციული კოდი:35 16 05), „ფრინ­ველის გრიპის კონტროლის, პანდემიისთვის მზად­ყო­ფ­ნისა და მასზე რეაგირების პროექტისა (შრომის, ჯანმრ­თე­ლობისა და სო­ციალური დაცვის სამინისტროს კომპონენ­ტი – WB)“ (ორგანი­ზა­ციული კოდი: 35 16 06) და „ჯანდაცვის სექტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის პროექტის (WB)“ (ორგანიზაციული კოდი: 35 16 07) ფარ­გ­ლებ­ში შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზ­ღაუ­რება გა­ნი­­საზღვროს 2 433 ლარით.

მუხლი 4. „აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პრე­ვენ­ციისა და კონტროლის ეფექტიანი განხორციელების მიზნით არ­სე­ბული ეროვნული რეაგირების გაძლიერება საქართველოში (GF)“ პროექტის (ორგანიზაციული კოდი: 35 16 01) ახალი გან­მა­ხორ­ცი­ელებელი, რომელიც განისაზღვრება ამ პროექტის დონორის – „შიდ­სთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლო­ბა­ლური ფონდისა“ და „შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიას­თან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების სახელმწიფო საკო­ორ­დინაციო საბჭოს“ მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია აღ­ნიშ­ნული პროექტის ფარგლებში პროექტების განმახორ­ციე­ლე­ბელი ცენტრის სახელით დადებული ყველა ხელშეკრულება და აღებული ვალდებულება შეასრულოს ან კორექტირება მოახდინოს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სა­მი­ნისტროსთან კოორდინაციით.

მუხლი 5. პროექტების განმახორციელებელი ცენტრისათვ­ის განსაზღვრული შესაბამისი საბიუჯეტო თანხების განკარგვა გან­ხორციელდეს ამ დადგენილებისა და „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანი­ზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 თე­ბერვ­ლის №66 ბრძანებულების შესაბამისად.               

მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქარ­თვე­­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე განახორციელოს „საქარ­თვე­­ლოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგ­ნებათა ფარგლებში საბიუ­ჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შო­რის თანხების გა­დანაწილება.

მუხლი 7.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯან­მრ­თე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან გაფორ­მე­ბული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების რევიზია და სა­კითხის გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური