„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404029, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№159

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უფლებამოსილებების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 თებერვლის №102 დადგენილებაში (სსმ, 7.03.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ დაგროვილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში (გარდა 2011 წელს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში და იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ხელშეკრულებებით ასანაზღაურებელი ხარჯებისა, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ ახორციელებს სამინისტრო);

გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის „შრომის ანაზღაურების“, „საქონლისა და მომსახურების“, „სოციალური უზრუნველყოფის“, „სხვა ხარჯების“ მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გარდა დონორების მიერ დაფინანსებული გადასახდელებისა და იმ სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მსგავსი ხარჯებისა, რომლებსაც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ ახორციელებს სამინისტრო);“.

2. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ბალანსისა და 2011 წლის I კვარტალის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიშის შედგენისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სპეციალური კომისიის შექმნა, მისი შემადგენლობისა და საქმიანობის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: 

„მუხლი 41. პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ განსახორციელებელი, სახელმწიფო პროგრამებისა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ცენტრის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ასევე დაწყებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დასრულება 2011 წლის 1 აპრილიდან განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური