„საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
დადგენილება №18
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში (სსმ, 64, 07/06/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს თანდართული წესდების მე-10 მუხლით განსაზღვრული მეხანძრე-მაშველის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდებით დამტკიცებული მეხანძრე-მაშველის სერტიფიცირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება დაევალოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს, სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
ა) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეებს მეხანძრე-მაშველის სტატუსი ეძლევათ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შეასრულებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს, დაასრულებენ მეხანძრე-მაშველის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და დაინიშნებიან მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე.
2. მეხანძრე-მაშველის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, რომლითაც განსაზღვრული იქნება მეხანძრე-მაშველის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები, ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა მომზადება
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.10.003.016691.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 18.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.016691 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1566028/