საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2011
ძალის დაკარგვა 18.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110304032, 07/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,551 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2011 მიღება
18.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Arial","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 55.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №35 2011 წლის 4 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულება თანდართული სახით. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2. სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სოციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვა და სოციალური მომსახურების გაწევა. 3. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სოციალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვა; გ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, რათა მათ შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან შესაბამისი სოციალური კონტაქტები. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და პროგრამების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობისათვის კოორდინაციისა და კონტროლის გაწევა. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბ) მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლა, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებების გატარება მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი მასალისა და ინფორმაციის მიწოდების ორგანიზების გაწევა; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად ღონისძიებების დაგეგმვა; ვ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლო ნათესავების მიღება მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და კონსულტაციების გაწევა; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირების განხორციელება; ი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სოციალური განყოფილებების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა და კონტროლის განხორციელება; კ) საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის დახმარების გაწევა, აგრეთვე საზოგადოებასთან ნორმალური კონტაქტების დამყარებასა და პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; ლ) მსჯავრდებულების გათვისუფლებისათვის მომზადების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაფორმებისათვის მომართვის შემთხვევაში დახმარების გაწევა; მ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ნ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების საკითხებზე, აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობა განათლების სისტემის საამისოდ უფლებამოსილ პირებთან; ო) მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციის ხელშეწყობა; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთობლივი მუშაობის ორგანიზება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საქმეში; ჟ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღებისა და დასაქმების პირობების შესწავლა და შემუშავება; რ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკის შესწავლა, აგრეთვე, აღნიშნულის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ნორმებთან და შემდგომი რეაგირება; ს) გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ურთიერთობების დამყარება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ტ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .     მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია: ა) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება.     მუხლი 4🔗. სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება: ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი მასალისა და ინფორმაციის მიწოდებას; ბ) აწარმოებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მუშაობას; გ) განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს მათზე რეაგირებას; დ) კოორდინაციას უწევს და ახორციელებს კონტროლს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სოციალური განყოფილებების საქმიანობაზე; ე) დახმარებას უწევს მსჯავრდებულებს საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში, აგრეთვე საზოგადოებასთან ნორმალური კონტაქტების დამყარებაში, პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; ვ) შეისწავლის და შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, ამოწმებს მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ზ) ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად; თ) მომართვის შემთხვევაში უწევს დახმარებას მსჯავრდებულების გათვისუფლებისათვის მომზადების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაფორმებისათვის; ი) ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს; კ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების განხორციელებას; ლ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმისწარმოების განხორციელებას; მ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსპერტიზასთან დაკავშრებულ საქმისწარმოებას; ნ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .     მუხლი 5🔗. განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება: ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს; გ) ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) გეგმავს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად. ორგანიზებას და კონტროლს უწევს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქმიანობას; ე) შეისწავლის და შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლების მიღებისა და დასაქმების პირობების შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ვ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ზ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას; თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) მომართვის შემთხვევაში, უწევენ სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში. 3. სამსახურის უფროსი პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) მონაწილეობს სამსახურში დასანიშნი კანდიდატურების არჩევაში; გ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; დ) აბარებს ხელმძღვანელობას სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. განყოფილების მართვა 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. განყოფილების უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში, სამსახურის უფროსს და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; გ) აბარებს ხელმძღვანელობას განყოფილების მუშაობის ანგარიშს; დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 8🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალოდ განყოფილების უფროსისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 3. სამსახურის მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ განყოფილების უფროსისა და სამსახურის უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით; ბ) ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.