საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №10 |
|
2013 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი |
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 მარტის №35 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. |
2.
სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სოციალური მომსახურების გაწევასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. |
3.
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით. |
მუხლი 2.
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები |
1.
სამმართველოს ამოცანებია: |
ა)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; |
ბ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახმარება, რათა მათ შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტაქტები; |
გ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა. |
2.
სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრა; |
ბ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; |
გ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება; |
დ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მისი საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია; |
ე)
ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციების გაწევა; |
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება; |
ზ)
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; |
თ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენა, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით; |
ი)
საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; |
კ)
მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა; |
ლ)
იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის წარმოება, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში; |
მ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, საქმისწარმოების განხორციელება; |
ნ)
მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა; |
ო)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; |
პ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, საქმიანობის დაგეგმვა, პროექტების შემუშავება და მათ განხორციელების ხელშეწყობა; |
ჟ)
მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა; |
რ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; |
ს)
დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ მიწოდებული კვარტალური ანგარიშის განხილვა განხორციელებული მუშაობის შესახებ; |
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ სტატისტიკის წარმოება; |
უ)
სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; |
ფ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. |
მუხლი 3.
სამმართველოს უფლებამოსილებები |
სამმართველოს უფლებამოსილებებია: |
ა)
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან რეგულარული შეხვედრების განხორციელება დაწესებულებებში მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის მიზნით; |
ბ)
საჭიროების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრა, შიმშილობის მიზეზების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; |
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ ექპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობის მიღება; |
დ)
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობა მსჯავრდებულების განთავისუფლების მომზადების პროცესში, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზნით; |
ე)
შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩასართავად, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ოჯახში რეინტეგრაციის, რესოციალიზაციისა და განმეორებითი დანაშაული პრევენციის მიზნით; |
ვ)
დაწესებულების თანამშრომლების მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა; |
ზ)
შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სფეროში კვლევების განხორციელების მიზნით; |
თ)
იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის გაწევა, რომლებიც ახროციელებენ სხვადასხვა პროგრამებს/პროექტებს ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაწესებულებებში; |
ი)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
|
მუხლი 4.
სამმართველოს მართვა და სტრუქტურა |
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. |
2.
სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში. |
3.
სამმართველოს უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ)
მონაწილეობს სამმართველოში და დაწესებულებების სოციალურ განყოფილებებში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის პროცესში; |
გ)
აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; |
დ)
აბარებს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანგარიშს და წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამმართველოს მუშაობის განვითარების შესახებ; |
ე)
დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; |
ვ)
შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; |
ზ)
ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; |
თ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
4.
სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. |
5.
სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე. |
6.
სამმართველოში საქმიანობას ეწევიან: |
ა)
უფროსი სოციალური მუშაკები; |
ბ)
სოციალური მუშაკები. |
7.
მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილეების წინაშე. |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 მარტის №35 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გრიგოლ გიორგაძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. |
2. სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სოციალური მომსახურების გაწევასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. |
3. სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით. |
მუხლი 2.
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები |
1. სამმართველოს ამოცანებია: |
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვის ხელშეწყობა; |
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახმარება, რათა მათ შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტაქტები; |
გ) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა. |
2. სამმართველოს ფუნქციებია: |
ა) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრა; |
ბ) დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; |
გ) დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება; |
დ) დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მისი საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია; |
ე) ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციების გაწევა; |
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება; |
ზ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; |
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენა, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით; |
ი) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში; |
კ) მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა; |
ლ) იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის წარმოება, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში; |
მ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, საქმისწარმოების განხორციელება; |
ნ) მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა; |
ო) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; |
პ) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, საქმიანობის დაგეგმვა, პროექტების შემუშავება და მათ განხორციელების ხელშეწყობა; |
ჟ) მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა; |
რ) მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; |
ს) დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ მიწოდებული კვარტალური ანგარიშის განხილვა განხორციელებული მუშაობის შესახებ; |
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ სტატისტიკის წარმოება; |
უ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; |
ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. |
მუხლი 3.
სამმართველოს უფლებამოსილებები |
სამმართველოს უფლებამოსილებებია: |
ა) ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან რეგულარული შეხვედრების განხორციელება დაწესებულებებში მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის მიზნით; |
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრა, შიმშილობის მიზეზების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; |
გ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ ექპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობის მიღება; |
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობა მსჯავრდებულების განთავისუფლების მომზადების პროცესში, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზნით; |
ე) შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩასართავად, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ოჯახში რეინტეგრაციის, რესოციალიზაციისა და განმეორებითი დანაშაული პრევენციის მიზნით; |
ვ) დაწესებულების თანამშრომლების მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა; |
ზ) შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სფეროში კვლევების განხორციელების მიზნით; |
თ) იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის გაწევა, რომლებიც ახროციელებენ სხვადასხვა პროგრამებს/პროექტებს ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაწესებულებებში; |
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. |
2. სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში. |
3. სამმართველოს უფროსი: |
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ) მონაწილეობს სამმართველოში და დაწესებულებების სოციალურ განყოფილებებში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის პროცესში; |
გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას; |
დ) აბარებს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანგარიშს და წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამმართველოს მუშაობის განვითარების შესახებ; |
ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; |
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; |
ზ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; |
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. |
5. სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე. |
6. სამმართველოში საქმიანობას ეწევიან: |
ა) უფროსი სოციალური მუშაკები; |
ბ) სოციალური მუშაკები. |
7. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილეების წინაშე. |