ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.116.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307046, 21/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 და №394-1 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

 შემოღებულ იქნეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

 განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

 ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

 ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;

 გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტის ოდენობით;

 გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

განაკვეთი

(ლარი/ჰა)

 

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

ცაგერის მუნიციპალიტეტი

2.5

1.5

16

10

 

     ბ) სხვა მიწებისათვის:

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

განაკვეთი

(ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

 

კარგი

მწირი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

65

55

 

    მუხლი 4

1. განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე დიფერენცირებულად შესაბამისი ზონების მიხედვით:

 

ზონების დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი       1 მ2 (ლარებში)

 

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2 (3X4)

 

1

2

3

4

5

1

 I ზონა (ცენტრალური)

ქ. ცაგერი

0.3

0.24

0.072

2

II ზონა (შუალედური)

ა) თემის, სოფლის ადმინისტრაციული ცენტრების მიმდებარე ტერიტორია 0.5 კმ.-ის რადიუსში;

ბ) რესპუბლიკური მნიშვნელობის გზის მიმდებარე ტერიტორიების 0.5 კმ. რადიუსში.

გ) კურორტების სანიტარ ი ული ზონის მიმდებარე ტერიტორია 0.5 კმ.-ის რადიუსში

0.15

0.24

0.036

3

III ზონა (პერიფერული)

მუნიციპალიტეტის თემების ცენტრებს დაშორებული სოფლები, უბნები, დასახლებათა შორის არსებული არ ე ალები

0.075

0.24

0.018

 

2. კურორტებისა და საკურორტო ადგილებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს ცენტრალური ზონისათვის დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 5

1. შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია:

ა) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ აღემატება 20 კვადრატულ მეტრს.

    მუხლი 6

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

     მუხლი 7

1.ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ივნისის №139 დადგენილება ,,ადგილობრივი (ქონების ) გადასახის შემოღების შესახებ.

    მუხლი 8

1.      დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        მ. ლეთოდიანი