ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2011 ბოლო ცვლილება 06.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307067, 18/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება. (თან ერთვის)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 31 დეკემბრის №40 დადგენილება (www.matsne.gov.ge 21/01/2011).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ვ. ქურასბედიანი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან.

2. სამსახურის დარგობრივი სპეციალისტები:

 ა) მთავარი სპეციალისტი სამეურნეო დარგში;

ბ) მთავარი სპეციალისტი ტექნიკურ დარგში;

გ) სპეციალისტი სამეურნეო დარგში

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;

ბ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურეობას;

გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;

დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამეურნეო დარგში მთავარი სპეციალისტის ფუნქციები

სამეურნეო დარგში მთავარი სპეციალისტი დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას და აღჭურვას.

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

დ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 5. ტექნიკურ დარგში მთავარი სპეციალისტის ფუნქციები

ტექნიკურ დარგში მთავარი სპეციალისტი დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას;

ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.