აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №3 8
2011 წლის 7 მარტი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიც დეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულება“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ბოლქვაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამინისტროსა და ამ დებულების შესაბამისად წარმოადგენს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ი დაწესებულებ ი ს – სამინისტროს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (შემდგომში – ობიექტების) სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გან მა ხორციელებ ელ ორგანოს.
2. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართ ველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით , საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულები თ, ამ დებულებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ საქმისწარმოებას, წარმოადგენს სამინისტროს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 2. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებ ა
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება, ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (შესაბამისი აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების ჩამოყალიბებამდე);
გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია;
დ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება;
ე) დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;
ვ) ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ზ) მითითებების გაცემა ან/და გონივრული ვადის განსაზღვრა შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) თავისი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ი) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამსახურის მიერ ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ს მე-6 მუხლის მე-4 პუნქტითა (გარდა „გ“ ქვეპუნქტისა) და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ხელს აწერს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
გ) წყვეტს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე, დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
დ) განიხილავს სამართალ დარღვევებს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და ღებულობს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების თაობაზე;
ე) სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგად გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.
3 . სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ ლობისას, მისი ადგილზე არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი .