„რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „მიკროკრედიტი“, არასაბანკო–სადეპოზიტო–საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს N721 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110311004, 14/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №199

2011 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „მიკროკრედიტი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს №721 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე                               

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონოს 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „მიკროკრედიტის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო „რეგისტრირებული კოოპერატივისათვის, საკრედიტო კავშირისათვის „მიკროკრედიტი“, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს №721 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

     ლიცენზიის მფლობელის „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირის „მიკროკრედიტი“-ს საფირმო სახელწოდება შეიცვალოს „რეგისტრირებული კოოპერატივის, საკრედიტო კავშირი „პირველი საკრედიტო კავშირის“  საფირმო სახელწოდებად.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს №721 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

4. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

5. ეს განკარგულება მხარეს შეუძლია გაასაჩვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                           ა. მესტვირიშვილი