საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის~ ფარგლებში `ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების~ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.016280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110315018, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით:

1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, აგრეთვე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02) მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური