პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„პროგრამა „ცოდნის კარის“ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროგრამა „ცოდნის კარის“ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №23, მუხ. 323) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 13.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.016173.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №12, 13.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016173 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1183838/