„პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016298
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110324004, 24/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№137

2011 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „პროგრამა „ცოდ­­ნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართ­ვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გან­კარ­გ­ვ­ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერ­ვ­ლის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №23, მუხლი 323) შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და­წესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სას­წავ­­ლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფი­ნან­ს­ე­ბ­ი­სა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორ­ცი­ე­ლების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს უმაღლეს სა­­გან­მა­ნათ­ლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს სა­განმა­ნათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მი­სად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფი­ნან­სე­ბ­ის მიზ­ნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვი­თა­რებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძა­ნე­ბულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათ­ლე­ბ­ი­სა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მი­მართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლ­ებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა სა­განმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყო­ბი­სა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების გან­ხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იუ­რ­ი­დიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მი­ერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისა და ას­ევე სა­ქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულ­ე­ბ­ების აკ­რედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყ­ნის მო­ქალაქეების დაფინანსებისათვის.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური