„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.017886
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2014 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენი­ლებაში (www.matsne.gov.ge, 11.01.2011,  340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“  მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან  (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წყლისა და ხმელეთის ცხოველთა  ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე,  მხოლოდ ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით. აღნიშნული საწარმოებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული  პროდუქციის იმპორტის მიზანშეწონილად მიჩნევისას,  ამ საწარმოდან იმპორტი შეიძლება განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკის ანალიზის საფუძველზე), თუ ეროვნული სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი ინსპექტირების ჩატარებას, შესაძლებელია მისი განხორციელება ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ ქვეყანა ისევ რჩება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“, იმპორტის ნებართვა გაიცემა განმეორებითი კონტროლის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი