„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№397
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.022111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №397

2020 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და მუხლი 11  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მიეცეს უფლება სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამონაკლისის სახით,  საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის შეჩერების ან საერთაშორისო  მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობის პერიოდში,  ადგილზე ინსპექტირების გარეშე გასცეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა, მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნის იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე მიეცა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა იწურება ზემოაღნიშნულ პერიოდში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია