„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №215 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
„მუხლი 11. მიეცეს უფლება სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, ადგილზე ინსპექტირების გარეშე გასცეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა:
ა) მხოლოდ ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, წყლისა და ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კოდექსებით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნის იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე მიეცა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა იწურება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 ივლისამდე პერიოდში;
ბ) განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე, არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნების იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც 2020 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე გამოვლენილი შეუსაბამობების გამო არ მიეცა იმპორტის განხორციელების უფლება, თუმცა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ დისტანციური ინსპექტირებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საწარმოს სრულად აქვს გამოსწორებული შეუსაბამობები.“.
|