გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.161.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110315029, 24/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№15

2011 წლის 14 მარტი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა დ გ ი ნ :

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერი მიწის ნაკვეთზე.

    მუხლი2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 21პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის განთავსება/მშენებლობა აიკრძალოს:

1) შენობა-ნაგებობების ფასადის განთავსება ქუჩაზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ხიდების, სკვერების, პარკების, ბაღების, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიების უშუალოდ მომიჯნავედ.

    მუხლი3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

    მუხლი4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

   საკრებულოს თავმჯდომარე         გ. ფეიქრიშვილი