,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 28.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №243
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.377
გამოქვეყნების წყარო სსმ, 153, 30/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2005 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | თანამდებობა |
| 1. | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| 2. | მთავარი მრჩეველი |
| 3. | უფროსი მრჩეველი |
| 4. | მრჩეველი |
| 5. | უფროსი სპეციალისტი (სამეურნეო მუშაკი) |
| 6. | სულ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt .25in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №243
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
2. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 20 ერთეულით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის №19 დადგენილება „კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ”.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.
2. აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების, ასევე რელიგიურ, ეთნიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა საფუძველზე შესაძლო დაპირისპირებათა გადაწყვეტისა და პრევენციის პრობლემები.
3. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგენით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
7. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გიორგი ლეონიძის ქუჩა №2.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
აპარატი:
ა) შეიმუშავებს და შესაბამის დონეზე განსახილველად წარადგენს მოსაზრებებს კონფლიქტების გადაწყვეტის სტრატეგიული კურსისა და კონკრეტული შემთხვევებისათვის ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ;
ბ) ამზადებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტებს და აწესებს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტისა და პრევენციის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას;
დ) წარმართავს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნების წარმომადგენლობებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან, კერძო სტრუქტურებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან;
ე) კოორდინაციას უწევს საქართველოს დელეგაციების მუშაობას შესაბამის საკითხებზე მოლაპარაკებისას, შეხვედრებსა და ფორუმებზე. უზრუნველყოფს კონფლიქტების პრობლემებთან დაკავშირებული მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზებას;
ვ) თავის მოსაზრებებს წარადგენს სახელმწიფო საკადრო პოლიტიკისა და ნომენკლატურული დანიშვნების შესახებ კონფლიქტების საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებებში, აგრეთვე ამ ფაქტორით საშიშროების მატარებელ რეგიონებში.
მუხლი 3🔗. აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) მთავარი მრჩეველი;
გ) უფროსი მრჩეველი;
დ) მრჩეველი;
ე) უფროსი სპეციალისტი.
მუხლი 4🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მომსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
გ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებს მოვალეობას მისი შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით მეთაურ დაწესებულებაში არყოფნის დროს.
მუხლი 5🔗. აპარატის თანამშრომლები
სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №2
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
№
თანამდებობა
რაოდენობა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
1
1.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
1
2.
მთავარი მრჩეველი
6
3.
უფროსი მრჩეველი
5
4.
მრჩეველი
3
5.
უფროსი სპეციალისტი (სამეურნეო მუშაკი)
4
6.
სულ
20