საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.02.2004 ბოლო ცვლილება 11.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 15/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №61

2004 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ

ევროგაერთიანებასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ინტეგრაციის, საქართველოში კონფლიქტების შედეგების აღმოფხვრის, ეროვნული თანხმობის მიღწევის და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვისა და განვითარების ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს მთავრობაში შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;

ბ) სახელმწიფო მინისტრი – ეროვნული თანხმობის საკითხებში;

გ) სახელმწიფო მინისტრი – ევროინტეგრაციის საკითხებში;

დ) სახელმწიფო მინისტრი – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში.

2. სახელმწიფო მინისტრებმა განახორციელონ საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ცალკეული დავალებები.

3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

მ. სააკაშვილი