სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს განჩინება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)
2011 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი,
სხდომის მდივანი ეკა იასაღაშვილი
შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ კრედიტორთა პირველი კრება.
სხდომა დაიწყო 18:00 საათზე; სხდომა დამთავრდა 18:30 საათზე
მოსამართლე სიტყვას აძლევს სხდომის მდივანს კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულ პირთა ვინაობის დადგენის შესახებ.
სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, რომ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადდნენ:
– მოვალე შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ დირექტორი ლევან თარგამაძე (პირადი №01008013351);
– მოვალე შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ მეურვე ალექსანდრე ქოროღლიშვილი (პირადი №01023001306);
კრედიტორები:
1. შპს „პროგრესის“ დირექტორი ჯონი გიგინეიშვილი (პირადი №01010006170)
2. სს „რეალ ინვესტის“ წარმომადგენელი იმედა დვალიძე (პირადი №01021003255);
3. შპს „მშენაღდგენა/მ“-ს წარმომადგენელი იოსებ მეტრეველი (პირადი №01024031261);
4. შპს „ოპტიმუმის“ წარმომადგენელი ნინა კარბელაშვილი (პირადი №01026010075);
კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდნენ:
კრედიტორები:
შპს „იმედი კონტაქტი“, შპს „ვიაიპი ბითისი“, შპს „სტუდია-ვექტოტი“, შპს „ელექტრო-სერვისი“ და ფ/პირი მალხაზ რამიშვილი – მეურვემ ჩაააბრა შეტყობინება, რისი დასტურიც მოიპოვება საქმეში.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების პროცესში მოვალე საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. მოცემულ შემთხვევაში გაკოტრების მმართველად სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებით ალექსანდრე ქოროღლიშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირეს მოვალე შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ კრედიტორებმა, მათ შორის, სს „რეალ ინვესტის“ წარმომადგენელმა, რომლის მოთხოვნის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ კრედიტორთა რეესტრში გათვალისწინებული მოთხოვნების საერთო ოდენობის ნახევარს და ამავე დროს მათ მიერ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესით სასამართლოს წარედგინა ალექსანდრე ქოროღლიშვილთან, როგორც შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მმართველთან დადებული ხელშეკრულება ხელფასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, რაც განაპირობებს სასამართლოს მიერ ალექსანდრე ქოროღლიშვილის შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მმართველად დანიშვნის შესახებ კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-16 პუნქტით, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ (ს/კ 205203849) გაკოტრების მმართველად დამტკიცდეს
ალექსანდრე ქოროღლიშვილი (პირადი №01023001306, 27.11.1968, მცხ.: ქ. თბილისი, დ. გუ-რამიშვილის გამზ. კორპ. 28, ბინა 47).
2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი