კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრედიტორთა კრების ოქმი
საქმე №2/3729-2012
2012 წლი ს 27ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
შპს „მ.ჯ. ენდ კომპანი ი ს ” კრედიტორთა კრება.
სხდომა დაიწყო 16:15 საათზე სხდომა დამთავრდა 17:11 საათზე
მოსამართლემ განმარტა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მოვალე ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, საზოგადოების მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დაინიშნოს გაკოტრების მმართველი. მოს ა მართლემ მიმართა კრედიტორებს დაესახელებინათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა.
კრედიტორებმა განაცხადებს, რომ თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
მოსამართლის შეკითხვაზე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი თანახმაა დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო გაკოტრების მმართველად.
მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალე განცხადებით ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, რის გამოც შპს „მ.ჯ. ენდ კომპანი ი ს ” მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნოს გაკოტრების მმართველი.
ამასთან, შპს „მ.ჯ. ენდ კომპანი ი ს ” კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმოამდგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათავლისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა , ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 29-ე, მე-40 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით .
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ჯ. ენდ კომპანი ი ს ” მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს გაკოტრების მმართველად კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლ . ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“?
- „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“ მიღებულია 27.06.2012. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3729-2012.
- სად არის „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „კრედიტორთა კრების ოქმი შპს „მ.ჯ. ენდ კომპანია“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ“, №2/3729-2012, 27.06.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1701365/