„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა)„ა.გ“და „ა.დ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ბუნებრივი რესურსების სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;
ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;“;
ა.ბ)„ა.მ“და „ა.ნ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა)„ო“და „პ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);
პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;“;
ბ.ბ) „რ“და „ს“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;
ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნავთობისა და გაზის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.“.
3. მე-8 მუხლის:
ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.“;
ბ)მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი
სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები.“.
5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით.“.
6. 24-ე მუხლის „ლ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4408-Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა
- მუხლი 8. ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება
- მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა
- მუხლი 24. ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
- მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4408-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 300380000.05.001.016219.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4408-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1240598/