„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4428-Iს
სარეგისტრაციო კოდი
400010010.05.001.016239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110317058, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 2000 წელი, მუხ. 114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა)„რ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სამინისტრო – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შეიმუშავებს და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი.“.

3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაპირდაცვის ღონისძიებანი“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამინისტრო

  სამინისტრო ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობების სფეროში:

ა) ადგენს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალურ სქემებს, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტებს;

ბ) ახორციელებს ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობების ორგანიზებას;

გ) ახორციელებს მონიტორინგს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში.“.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4428-Iს